პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
საკვლევი თემა:
სსიპ ქ. სამტრედიის N 3 საჯარო სკოლა
ინგლისური ენის პედაგოგი: თამარ კრავეიშვილი
2018 წ. ნოემბერი-2019 წ. მაისი
1. შესავალი................................................................................. გვ: 1
2. პრობლემის იდენტიფიცირება ....................................... გვ: 1
3. პორბლემის გამომწვევი
სავარუდო მიზეზები............... გვ: 2
4. პრობლემის აქტუალობა
........................................ გვ: 3
5. კვლევის მიზანი
...................................................................... გვ: 5
6. კვლევის ამოცანა ............................................................... გვ: 5
7. კვლევის მოსალოდნელი
შედეგები ................................
გვ: 5
8. პრაქტიკული კვლევის
დანერგვა სკოლაში.......................
გვ: 6
9. ლიტერატურის
მიმოხილვა ............................................ გვ: 7
10. კვლევის
მეთოდების შერჩევა, მეთოდოლოგია................ გვ: 9
11. ინტერვენციის აუცილებლობა ............................................. გვ: 10
12. ინტერვენციის აღწერა-განხორციელებული ქმედებები.. გვ: 11
13. შედეგების სტატისტიკური ანალიზი ............................. გვ: 17
14. კვლევის ნაკლოვანებები
.................................................. გვ: 23
15. კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ....................... გვ: 24
16. კვლევის შედეგები
................................................................. გვ: 25
17. გამოყენებული ლიტერატურა ........................................ გვ: 27
18. დანართები (კითხვარები)
.............................................. გვ: 28
1.
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. სამტრედიის
#3 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
მასწავლებლის
საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა.
ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა,
რომლებიც მოსწავლის არამარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც
იქნება ორიენტირებული. რათა გავაუმჯობესოთ გაკვეთილზე ჩართულობა და ინტერსი სწავლისადმი.
სკოლაში
მასწავლებლები ხშირად განვიხილავთ,
თუ როგორ შეიძლება სასურველი შედეგების მიღება. ეს პრობლემა მნიშვნელოვნია თითოეული
ჩვენგანისთვის და სკოლის მასწავლებელთა დიდ
ნაწილისთვის. სკოლაში უპირველესი ნაბიჯი მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაა. ამის შემდეგ კი შეიძლება მუშაობა შედეგების გაუმჯობესებისათვის.
სსიპ ქ სამტრედიის #3 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს
სწავლების პროცესზე, მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას განათლების
სისტემაში არსებულ ახალ პროექტებზე და გამოწვევებზე. სკოლის ადმინისტრაციის შენიშვნებისა
და მოსაზრებების გათვალისწინება კი საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების
პროცესი სკოლაში, მასწავლებლებს კი გვეზრდება მოტივაცია ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე.
ყოველივე ზევით ჩამოთვლილი ფაქტორი საშუალებას
გვაძლევს სკოლის მასწავლებლებს აქტიურად ვიყოთ ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
სქემაში. სწორედ სქემის ფარგლებში ვაწარმოვე გამოყენებითი კვლევის პროცესი.
2.
პრობლემის იდენტიფიცირება
ინგლისური ენა, როგორც მსოფლიო ,,ლინგვა ფრანკა“, მნიშვნელოვან ფენომენს
წარმოადგენს. უცხო ენებთან დაკავშირებული ყველა ახალი ინიციატივა სწორედ ინგლისურთან არის ასოცირებული.
ალბათ ეს გამოწვეულია ინგლისური ენის მიმართ საკმაოდ გაზრდილი ინტერესით როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო
დონეზე. ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დასამყარებლად მოსწავლე აუცილებლად უნდა ფლობდეს პირველ რიგში ენას, მის გრამატიკას და უნდა შეძლოს
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სწავლების
სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეები მათი დონის შესაბამის ლექსიკურ მარაგს და გრამატიკულ
წესებს სწავლობენ სკოლაში, სწავლობენ სიტყვათა შეთანხმებებს, მაგრამ საუბარში საკუთარი
აზრის ჩამოყალიბება ინგლისურ ენაზე მაინც ხშირად პრობლემად რჩება.
სკოლაში მასწავლებლთა
მხრიდან ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებზე
ხშირად ჭირს მოსწავლეებში მაღალი მოტივაციის
შენარჩუნება. როცა გაკვეთილი მოსწავლისთვის უინტერესოა, მაღალი შედეგებისათვის
ზრუნვა აზრს კარგავს. მასწავლებლის ვალია, ყველა გაკვეთილი მოსწავლისთვის საინტერესო
მეთოდებით გაამდიდროს და ისე დაგეგმოს, რომ გაკვეთილის ბოლომდე მოსწავლე იყოს მოტივირებული,
რათა მოსწავლის შესაძლებლობები სრულად იქნას გამოვლენილი.
სასწავლო პროცესი როდესაც ხდება მოსწაყენი და უინტერსო,
მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას.
შედეგად სასწავლო პროცესი ვერ ასრულებს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა
შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების
განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარების
განვითარებას. ამისათვის უნდა მოხდეს ისეთი ეფექტური
ინტერაქტიური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის მოტივაციის
გაზრდას და მის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ამით შესაძლებელი იქნება მიღებული
ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა. ამ მიზნით განათლების ექსპერტები გვირჩევენ სამი სახის სასწავლო აქტივობის აქტიურ
გამოყენაბას სწავლებაში: დისკუსიის წარმოებას,
წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა და პროექტებში მონაწილეობას. მე ავირჩიე ის მიმართულება, როცა სასწავლო
პროცესში შესაძლებელია სასწავლო პროექტებზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემს
წინაშე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა:
ზოგადად, უცხო ენის უკეთ შესწავლა/სწავლება მეტად რთული პროცესია, ვინაიდან
უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სისტემებს შორის არსებული განსხვავება მეტად
დიდ სიძნელეებს უქმნის ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებს. შემდეგ კი მიღებული
ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში ხშირად უჭირთ
ხოლმე. უჭირთ გამოთქვან თავიანთი აზრი ინგლისურად.
მიმდინარე სასწავლო წელს სამტრედიის #3 საჯარო სკოლის მეშვიდე და მეათე კლასების მოსწავლეებზე დაკვირვებამ მიმიყვანა სწავლებაში
ინოვაციური მეთოდების გამოყენების აუცილებლობამდე. კოლეგებთან აზრთა გაზიარების შემდეგ
მივედი დასკვნამდე, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით
მუშაობის გაფართოება. საჭიროდ ვთვლი მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით სწავლების
სხვადასხვა საფეხურზე ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით გამოვიყენო უფრო
სახალისო აქტივობები, მაგალითად როგორიცაა პროექტებზე მუშაობა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან და ჩვენი საჭიროებიდან
გამომდინარე გადავწყვიტე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში პროექტების გამოყენებაზე კვლევა ვაწარმოო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საკვლევ თემად ავირჩიე ,,სასწავლო პროექტების
როლი ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში“.
3. პორბლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები.
კოლეგები პრობლემაზე საუბრის პროცესში შევჯერდით რა არის გასაუმჯობესებელი და
რა შეიძლება იყოს
აღნიშნული პრობლემების
გამომწვევი მიზეზები.
როგორც უკვე აღვნიშნე ინგლისური ენის სწავლა/სწავლება
გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის მიზეზი, უპირველს ყოვლისა სწავლების
არასწორი ორგანიზაციაა. კერძოდ ის რომ სსწავლო პროგრამის მიხედვით კვირეული საათობრივი
დატვირთვა მხოლოდ 2 ან 3 საათია, რაც რა თქმა
უნდა არაა საკმარისი უცხოური ენის საფუძვლიანად შესასწავლად და რამდენადმე ხელს უშლის ინგლისური ენის შემსწავლელთა მიერ მასალის შეგნებულად ათვისებას, ცოდნის განმტკიცებასა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.
ხშირად სახელმძღვანელოში
მოცემული საშინაო დავალებები არ არის
გათვლილი მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევების განვითარებაზე. კლასის ყველა
მოსწავლისათვის დავალება არაა
გასაგები, მასალა
არასაკმარისია. ამის გამო ინგლისური ენის სწავლისას მაღალ
შედეგს მხოლოდ
მოსწავლეთა ნაწილი აღწევს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის შედეგი კი
არასასურველია. იმისათვის რომ შევძლო სწავლების მაღალი შედეგების მიღწევა
ყველა მოსწავლისათვის, თითოეული მოსწავლის
შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენე საჭიროა ეს ნაკლოვანებები აღმოიფხვრას
სწავლებისას.
სწორედ ამიტომ,
საჭიროა
ძველი
მეთოდების
ახლით
ჩანაცვლება
და
ისეთი
დავალებებისა თუ აქტივობების შეთავაზება,
რომლებიც
გარკვეულწილად
გაამარტივებს უცხო
ენების სწავლებას სხვადსხვა ეტაპზე სკოლაში. გაკვეთილი უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ მოსწავლემდე იყოს მიტანილი სასიამოვნო, საინტერესო და მიმზიდველი სახით.
ალბათ ამიტომაა, რომ
სწავლების პროცესში სასწავლო პროექტების გამოყენება თითქმის
ყოველთვის სასურველ ეფექტის მომცემია.
მასწავლებლები ხშირად ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი მოსწავლის მხრიდან შეინიშნება
სწავლისადმი უინტერესო დამოკიდებულება, რაც გავლენას ახდენს მათ მოტივაციის
ხარისხზე და საბოლოოდ აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ამ პრობლემებზე
ხშირი საუბრები და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება თითოეული მასწავლებლისგან
გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.
მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს:
რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე პასუხის
მოძებნაში მოსწავლეებს დაეხმარათ პროექტებზე მუშაობა. პროექტზე მუშაობის დროს
რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა და
უნარ-ჩვევები გამოიყენეს პრაქტიკაში. პროექტით სწავლებამ აამაღლა მოსწავლეთა
მოტივირება და გაზარდა მათი პასუხიმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებდნენ
სამუშაოებს, მაშინაც კი, როდესაც მათი შესრულება
ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა.
საჭიროა შევძლო, გაკვეთილის შემდეგაც მათთვის
სახალისო აქტივობებით მოსწავლეთა დაინტერსება და მათი ჩაბმა სხვადასხვა
ინგლისურენოვან პროექტებში.
შეიძლება მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო მასალის
პრაქტიკაში გამოყენების ნაკლები უნარი გამოწვეული იყოს მათი ინტერესების და მათი ასაკობრივი შესაძლებლობების
გაუთვალისწინებლობითაც. ამ მხრივ ჩემი კვლევის ობიექტს წარმოადგენს სამტრედიის #3
საჯარო სკოლის მეშვიდე და მეთე კლასებში
ინგლისური ენის სწავლებისას
დამატებითი ავთენტური მასალების
გამოყენება. აგრეთვე, საჭირო სტრატეგიების ძიება, რომელიც რეალიზდება აქტივობების სახით გაკვეთილზე და საბოლოოდ, სწავლების პროცესის წარმატებით
განხორციელებას განაპირობებს. მეშვიდე და მეთე
კლასებში, ანუ სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უნდა იქნეს მოძებნილი და
გათვალისწინებული ინგლისური ენის
სწავლების გაუმჯობესების ეფექტური
გზები მოსწავლეთა ასაკის და ინტერესების შესაბამისად. ამიტომ ამ ორი კლასის
განვითარების დინამიკაზე ვაწარმოებ დაკვირვებას და
წარმოვადგენ ჩემს კვლევაში.
4. პრობლემის აქტუალურობა:
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო დიდ როლს ანიჭებს პროექტების გამოყენებას სასწავლო პროცესში.
სასწავლო პროექტი – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
ამიტომაც სწავლების ერთ-ერთ
ფორმად განათლების სისტემაში აღიარებულია პროექტებით
სწავლება. ამ ინოვაციური მეთოდის დანერგვის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის
ამაღლებაა. ,,ეს მოსწავლეს განუვითარებს
როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა
და მოტივაციას აუმაღლებს" - ნათქვამია განათლების
სამინისტროს ოფიციალურ საიტზე
გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელსაც ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 3 წელიწადში ერთხელ ატარებს, ფინელი
მოსწავლეები მსოფლიოში ცოდნის ყველაზე მაღალ დონეს აჩვენებენ. გარდა ამისა, ისინი
არიან პლანეტის ბავშვთა შორის ყველაზე მკითხველი ბავშვები, მათ მსოფლიოში მეორე
ადგილი უჭირავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მეხუთე – მათემატიკაში.
პედაგოგიური საზოგადოების გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ფინეთში სასწავლო
პროცესი დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.
ფინელები ამბობენ „ან ცხოვრებისთვის
ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ“. ამიტომაც, ფინურ
სკოლებში გამოცდები არ ტარდება.
ფინურ სკოლაში თბილ
ამინდში, გაკვეთილები ხშირად სუფთა ჰაერზე, პირდაპირ ბალახზე ან ამფითეატრის
მსგავს გარემოში ტარდება. საშინაო
დავალებებს იშვიათად აძლევენ. ბავშვმება უნდა დაისვენონ და არც მშობელია ვალდებული, მოამზადებინოს მათ გაკვეთილები. თამაშებითა და სასიამოვნო აქტივობებით, მათ შორის პროექტებზე
მუშაობით, შეძენილი ცოდნა მოსწავლეს უკეთ ამახსოვრდება.
ამიტომ მოსწავლეები
მუდმივად ჩართული არიან მათთვის საინტერსო პროექტების მუშაობაში, ამ პროექტებს
მოიძიებენ ინტერნეტში და ღებულობენ მასში მონაწილეობას. ზოგ პროექტს თვითონ
შეიმუშავებენ, მასზე ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში და ცდილობენ თავიანთი პროექტით
დააინტერესონ თანატოლები და რაც შეიძლება
მეტი ჩართონ მის მუშაობაში. პროექტებზე მუშაობით ისინი სწავლობენ ხალისით, თან
იმდენად კარგად, რომ სახლში მეცადინეობა ნაკლებად სჭირდებათ. ფინური სკოლის
მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სასწავლო და სოციალურ პროექტებში, მათ
იციან, როგორ და სად განთავსონ ინფორმაცია თავიანთ შესახებ, როგორ დაეხმარონ
ერთმანეთს უკეთესი შედეგების მისაღწევად, რა შეუძლით, რისი უნარი აქვთ და რა უნდა
გააკეთონ ხვალ...
მინდა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები ჩემი
კვლევით მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც გადავდგათ. მინდა მეც გამოვცადო პროექტების
როლიმოსწავლეთა სწავლის მოტვაციის გზარდაში. რადგან ეს
საკითხი მეტად აქტუალურია თანამედროვე პედაგოგებისათვის. ამით სარგებელს მიიღებენ პირველ
რიგში ჩემი მოსწავლეები, პირადად მე მომავალშიც უკეთ შევძლებ ფასილიტაცია გავიწიო
ჩემს მოსწავლეების მუშაობას ამ
მიმართულებით, სკოლის სხვა მასწავლებლებიც უფო მეტად დაინტერესდებიან აღნიშნული
საკითხებით. სწორედ ამიტომ, მთლიანად სკოლისთვის ჩემი კვლევა მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლების მიზნით სარგებელის
მომტანი იქნება. მოსწავლეებისთვის საინტერსო იქნება კვლევაში განხორციელებული
ინტერვენციები, რადგან ისინი უკეთ შეძლებენ სხვადასხვა საკითხზე შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას;
ჩემი კვლევა სარგებელის მომტანი
იქნება კვლევაში ჩართული მოსწავლეებისთვის
და შესაბამისად მთელი სკოლისთვის, რადგან განხორციელებული ინტერვენციების შედეგად
მოსწავლეები უკეთ შეძლებენ ინფორმაციისა და
გამოცდილებების გადმოცემას ინგლისურ ენაზე;
მათი ინგლისურ ენაზე საუბარი იქნება
მეტად გამართული და წერისას დაუშვებენ ნაკლებ შეცდომებს. ამიტომ ჩემს კვლევაში განხილული
საკითხი, ვფიქრობთ საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისათვისაც,
5. კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია ინგლისური ენის სწავლების პროცესში წამოჭრილი სირთულეების
გამოვლენა და ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს თავისი შესაძლებლობის
ფარგლებში, ამასთან ისეთი სასწავლო/არასასწავლო მასალების და მასთან თანხვედრაში შემუშავებული
აქტივობების მოძიება, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა მოტივაცას და ინგლისური
ენის სწავლების ეფექტურობას სკოლაში.
შესაბამისი კვლევის ჩატარება
ნათლად დაგვანახებს თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ან მიდგომები უნდა გამოვიყენოთ თითოეული ინიდივიდის სასკოლო
ცხოვრებაში უფრო აქტიურად და მაღალი შედეგიანობით ჩასართავად, მათი ქცევის შესაცვლელად,
დასარეგულირებლად, წასახალისებლად.
6.
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი
გასცეს შემდეგ კითხვებს:
1. რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის უკეთესი შედეგების
მისაღწევად ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა?
2. და თუ სწავლებაში ხშირად ვიყენებთ სასწავლო პოექტებს, რამდენად შეუწყობს
ხელს ეს სწავლის პროცესს?
ჩემნი კვლევის ამოცანად დავისახე,
შევისწავლო მოსწავლეთა თავისებურები ჩვენი
სკოლის მოსწავლეთა მაგალითზე, და დავსახო გზები მათი სწავლების პროცესში უფრო აქტიურად ჩასართავად, ვაჩვენო, სწავლების პროცესში სასწავლო პოექტების მეთოდის
გამოყენება რამდენად ეფექტურია.
კველევის ფარგლებში მოვნახავ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება სწავლა
გავხადოთ უფრო ეფექტური და მოსწავლეებმა აჩვენონ მაღალი შედეგები. კვლევა განახორციელდა VII და X კლასებში მოსწავლეებზე დაკვირვებით.
კვლევის ამოცანაა ასევე ვაწარმოო გამოკითხვები შესაბამის კლასებში, შევისწავლო და გავაანალიზო
ჩემი სკოლის მასწავლებლების შეხედულებები და არსებული ლიტერატურა, განვახორციელო დაგეგმილი ინტერვენციები. შედეგად, გამოვიტანო დასკვნები და მივიღო შესაბამისი რეკომენდაციები.
7.
კვლევის მოსალოდნელი შედეგები:
სასწავლო
და სოციალური პროექტები შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს სასწავლო აქტივობები დაუკავშიროს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
სასწავლო პოექტებზე დაფუძნებული
აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით გაძლიერდება სწავლის მოტივაცია, გაიზრდება სწავლების
ხარისხი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეფექტურად
წარმართული სასწავლო პოექტები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენი
გამოცდილება პედაგოგებს დაეხმარებათ მოსწავლეთა სხვადასხვა თავისებურებათა უკეთ გათვალისწინაბაში,
რაც მათ საგაკვეთილო პროცესის და კლასგარეშე
აქტივობების უფრო შედეგინად წარმართვაში დაეხმარებათ
და მუშაობას გაუადვილებთ.
კვლევაში განვიხილავ სწავლების პროცესში სასწავლო პოექტების გამოყენებას,
რომელსაც როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) მიზანი აქვს. მისი გამოყენებით
მოსწავლეები შეძლებენ:
·
თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას;
·
ინფორმაციისა და გამოცდილებების უკეთ გადმოცემას ინგლისურ ენაზე;
·
მათი ინგლისურ ენაზე საუბარი იქნება მეტად გამართული და წერისას დაუშვებენ ნაკლებ შეცდომებს;
·
სხვადასხვა საკითხზე შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას;
·
გაიზრდება სწავლის მოტივაცია;
·
მოსწვლეებს ექნებათ უკეთესი შედეგები სწავლაში;
·
განუვითარდებათ თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევები.
8.
პრაქტიკული კვლევის
დანერგვა სკოლაში
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
კვლევაში მონაწილე პირთა შერჩევა
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
არსებული ლიტერატურის
მოძიება და გაცნობა
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
|
|
X
|
X
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
|
X
|
X
|
|
|
|
გამოკითხვით მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
·
პროექტი ნიკო ნიკოლაძე
|
|
X
|
X
|
|
|
|
|
|
·
პროექტი “Save the Earth“
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
·
პროექტი
“The most dangerous animals”
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
|
·
პროექტი
“Weird Places”
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
ინტერვენციების განხილვა
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
9. ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გზების დეტალურად შესწავლისა
და მოსწავლეთა მეტი მოტივაციის უზრუნველვყოფის
მიზნით მოვიძიე და შევისწავლე შესაბამისი ლიტერატურა, გავეცანი ამ პროცესში პროექტების როლს, გავეცანი მასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ამის შემდეგ ვეცდები
გამოვნახოთ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რათა რეალურად გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრება.
პროექტი,
როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური.
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. პროექტი გაკვეთილი – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის
ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის
დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო
უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
პროექტგაკვეთილი
წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები
ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის
დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო
პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის,
ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად
განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან.
პროექტით
სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში.
პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე
მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე
მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც
წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას
მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც
აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ
გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს
საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას)
და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას
და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება
მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში
ეხმარება.
საკვლევი საკითხის ირგვლივ
არსებულ ლიტერატურაში ჭარბობს შემდეგი დებულებები: - უცხო ენის გაკვეთილებზე ახალი მასალის ახსნისას არ არის საჭირო ინგლისური ენის გრამატიკის
ყველა ნიუანსის სწავლება. ყურადღება უნდა
გამახვილდეს მხოლოდ იმ გრამატიკულ თავისებურებებზე, რომლის ცოდნა აუცილებელია მოსწავლეებისათვის.
სწავლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით შეცვლის მიზნით აუცილებელია, სწავლების
მეთოდების გამრავალფეროვნება და საინტერესო, სახალისო საშუალებების გამოყენება. საჭიროა მოსწავლე უზრუნველვყოთ სხვადასხვატიპის
დავალებებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება ისეთ ავთენტურ მასალებზე, როგორებიცაა: ინტერვიუები, ახალი ამბები, და ა.შ. ზოგჯერ, თვით სავარჯიშოები წარმოადგენენ ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ეფექტურ საშუალებებს. სწავლების ეფექტურობის გაზრდა სკოლებში სწავლების პროცესში წამოჭრილი სირთულეების გამოვლენისა და მათ აღმოსაფხვრელად მასწავლებლების მიერ სხვადასხვა ეფექტური, სახალისო დავალებებისა თუ აქტივობების გამოყენების გზით.
ძალიან დამაიტერესა ინტრენეტ გვერდზე http://tpdc.ge/essentials/project%20design/project-design/project-characteristics.html მოცემულმა მასალამ. მისი გაცნობის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა ძირითად
მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო და სოციალური პროექტები. ,, კარგად
შედგენილი სასწავლო
პროექტების მახასიათებლებია:
სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი პროექტები ინერგება. ეფექტური პროექტები აბალანსებენ მოსწავლეების კონტროლის დონეს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ იმ სტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც მოსწავლის სამუშაოს მიმართულებას აძლევს. შემდეგი
მახასიათებლები დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო
პროექტის განსაზღვრაში.
კარგად შედგენილი სასწავლო
პროექტები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ჩართულობას.
პროექტების მიზნები მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და თავიანთი ინტერესების
პროდუქტის შექმნისა და შესრულების უზრუნველყოფისაკენ მიმართვას მოითხოვენ. მოსწავლეები
ინფორმაციის მოძიებით სწავლობენ და გარკვეულ დონეზე მართავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს
პროექტის მიზნების შესრულებისას. მასწავლებელს ფასილიტატორის ან მსაჯის როლი აქვს. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ თანამშრომლობით ჯგუფებში, რაც ხელს უწყობთ მათ, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და უნარები.
პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს.
კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.“
პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს.
კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას.“
გავეცანი
საინტერესო მასალას ინტერნეტ გვერდზე http://tpdc.ge/essentials/ მასზე
პროექტების დაგეგმვის შესახებ ჩემთვის
ბევრი რამ საინტერესო აღმოვაჩინე და გავითვალისწინებ მათ მუშაობისას.
,, პროექტებით მუსაობა უზრუნველყოფს მოსწავლეთა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით
აღჭურვას, როგორიცაა ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ
სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად. კრიტიკული აზროვნება და პრობლემების
გადაჭრა საღი მსჯელობა და აღქმა; სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების
გააზრება; მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად; კომუნიკაცია და თანამშრომლობა იდეებისა და აზრის
ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი
თუ სიტყვიერი ფორმით; სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური
მუშაობის უნარის დემონსტრირება; პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების
დაუფლება“
"პროექტებით
სწავლის სიტუაციაში ინტერაქცია ხასიათდება პოზიტიური მიზნით, რომელიც
ურთიერთდამოკიდებულია ინდივიდუალურ და ჯგუფურ პასუხისმგებლობაზე" (ჯონსონი და
ჯონსონი, 1998)
სასწავლო
პროცესში პროექტებით სწავლების ხშირი
გამოყენება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ცხოვრებისეულ კონტექტში
ისწავლონ ერთმანეთისგან და ასწავლონ ერთმანეთს. "1990-იან წლებში,
ორგანიზაციების შესწავლისას გუნდური მუშაობა აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაფასებული
მენეჯერული კომპეტენცია მსოფლიოში" (გოლემანი, 1998). ,,ჩვენ შეგვიძლია
მოვამზადოთ მოსწავლეები თანამედროვე სამუშაოსათვის შესაბამისი რესურსების მიცემით,
რაც გულისხმობს ერთად მუშაობას პროდუქტების შესაქმნელად და პრობლემების
გადასაწყვეტად.“ - სწორედ ამ აზრმა მიიქცია ჩემი განსაკუთრებული
ყურადღება და ვფიქრობ, გამომადგება მუშაობაში.
პროექტებით სწავლების გარშემო
სასწავლო პროცესის ორგანიზებისას საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს
სწავლის პროცესში. მოსწავლეების დაწყვილებისას და პატარა გუნდებად დაყოფისას მათი
ჩართულობის შესაძლებლობა იზრდება. მოსწავლეები ნაკლებ ზეწოლას გრძნობენ, როდესაც
მათ დაავალებენ ამოცანის შესრულებას თანასწორთან ერთად, ვიდრე მაშინ, როდესაც
დამოუკიდებლად აკეთებენ. თანამშრომლობითი სწავლა სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ.
"კვლევამ დაადგინა, რომ თანამშრომლობითი სწავლება უფრო ეფექტიანია ვიდრე
კონკურენტული და ინდივივიდუალური სწავლება როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ
კონტექსტში, მიუხედავად საგნისა თუ კლასისა" (კაგანი, 1997). მოსწავლეები
ხშირად სკოლას აღიქვამენ, როგორც კონკურენციის დაწესებულებას, სადაც ისინი თავის
კლასელების დაჯაბნას ცდილობენ. კვლევების თანახმად მოსწავლეები უფრო პოზიტიურად არიან
განწყობილები სკოლის, საგნისა და მასწავლებლების მიმართ, როდესაც ისინი
თანამშრომლობით მუშაობენ. (ჯონსონი)
10. კვლევის მეთოდების შერჩევა, მეთოდოლოგია
ნაშრომში
გამოყენებულია კვლევის როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი ფორმები და
მეთოდები: საკვლევი თემის ფარგლებში
არსებული პედაგოგიური, მეთოდური,
ფსიქოლოგიური და ლინგვისტური ლიტერატურისა და გამოცდილების
შესწავლა-ანალიზი; VII და X კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების ანკეტირება
(კითხვარების შემუშავება და გამოყენება);
მასწავლებლებისა ინტერვიუირება; კლასში
ინგლისური ენის გაკვეთილებზე დაკვირვება; პროექტებით სწავლება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. ანკეტირების შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შეგროვება და
მათი დამუშავება; შედეგების შეჯამება,
მათზე მსჯელობა.
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების
მეთოდებად გამოვიყენე
ჩაღრმავებული ინტერვიუები,
ფოკუსჯგუფი, ფოკუსირებული დაკვირვება
გაკვეთილებზე და კითხვარები.
ფოკუსჯგუფი
ფოკუსჯგუფი თავსებადია სხვა
კვლევის მეთოდებთან. ფოკუსჯგუფი
ჩავატარე VII და X კლასის
მოსწავლეების მშობლებთან.
მისი მიზანი იყო
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა
მშობლებისგან გამერკვია
მშობელთა აზრი მათი
შვილების სწავლების ფორმებზე, რაც
დამეხმარა კვლევის სწორად წარმათვასა და კითხვარის მომზადებაში.
ასევე ფოკუსჯგუფი ჩავატარე
საბაზო და საშუალო საფეხურის
სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიან VII და X კლასებში. ამ ჯგუფში შევიდა VII და X კლასის 10 მასწავლებელი. ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია კონკრეტულად
რა პრობლემებს აწყდებოდნენ VII და X კლასებში შემსვლელი მასწავლებლები სწავლების
დროს, მათი აზრით როგორ შეიძლება სწავლების მოტივაციის ამაღლება სკოლაში და რა
აქტივობებია საჭირო გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში უკეთ ტრანსფერისათვის?
ფოკუს ჯგუფებში მუშაობის
ფარგლებში კითხვარები მოვამზადე,
როგორც VII და X კლასის
მოსწავლეთა მშობლებისათვის (დანართი1). ასევე მასწავლებლებისათვის: (დანართი 2) , რომ
დამედგინა მათი აზრით, კონკრეტულად
რა არის მიზეზი, რომ
მოსწავლეები ვერ ახერხებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
სასურველი დოზით ტრანსფერს.
ინტერვიუ
მოსწავლეებში ჩავატარე ინტერვიუ ინტერვენციების
შემდეგ, რამაც საშუალება მომცა
განმესაზღვრა მოსწავლეთა აზრი და
მათი დამოკიდებულება სწავლების შეცვლილი
მეთოდებისადმი.
11.ინტერვენციის აუცილებლობა
შესაბამისი ლიტერატურის გაცნობისა და
მონაცემებზე მუშაობის შედეგად მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და სწავლების
შედეგების გაზრდის მიზნით გამოიკვეთა
ინტრევენციების აუცილებლობა. ამ მიმართულებით ჩემი მუშაობის გაუმჯობესებისათვის პროექტის
იდეა ყველაზე აქტუალურად მიმაჩნია, რადგან პროექტით სწავლება გულისხმობს
სკოლისგარეშე დაწესებულებების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტის
თემატიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სხვადასხვა ობიექტებში სტუმრობა, რეგიონის
ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერება, ინტერნეტ რესურსების მოძიება, მოძიებული
მასალის დამუშავება, მათზე კედლის გაზეთის გამოშვება, პრეზენტაციებისა და
ვიდეო-რგოლების მომზადება, თეორიული და პარაქტიკული ცოდნისა და უნარების
გამოყენება, სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამთლიანება(ტრანსფერი),
ინტერპრეტირებისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენება. ეს უნარ-ჩვევები კი
სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ მოსწავლეებს. ამ პროექტით მიიღწევა რამდენიმე
მნიშვნელოვანი შედეგი: იზრდება თანამშრომლობის როლი სწავლებაში; მოსწავლეები ეცნობიან ქვეყნების და ქალაქების ისტორიასა
და ღირშესანიშნაობებს; სწავლობენ საპროექტო მუშაობას, ივითარებენ
საპრეზენტაციო და ძიებით უნარ-ჩვევებს; და თანამშრომლობენ. მოსწავლეები სწავლობენ მიღებული ცოდნის გამოყენებას
პრაქტიკულ საქმიანობაში.
კვლევის პროცესში მიღებული
ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე,
შევიმუშავე სავარაუდო ინტერვეციის
რამდენიმე ვარიანტი:
·
დავესწრები კოლეგებს, როგორც საგაკვეთილო
ისე სამუშაო შეხვედრებში
რათა ერთობლივად გამოვასწოროთ
აღნიშნული ხარვეზები სწავლების
პროცესში;
·
განსახორციელებელი
პროექტების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად;
·
ლიტერატურის
მოძიება და გაცნობა შერჩეულ საკითხებზე;
·
პროექტზე
მუშაობისას შესასრულებელი დავალებების
გადანაწილება ყველა ბავშვისთვის
თანაბრად;
·
კედლის გაზეთისთვის
მასალის მოძიება;
·
მასალების დამუშავება ისტ – ის გამოყენებით;
·
კედლის
გაზეთის გამოშვება;
·
პროექტის ბოლოსთვის
დაგეგმილ გასვლით ღონისძიებისთვის დავალების
გადანაწილება მოსწავლეებში;
·
საჭიროების
შემთხვევაში გასვლით ღონისძიების
დაგეგმასა და ორგანიზებაში დახმარებისთვის
მშობელთა ჩართვა;
·
ვიდეო
რგოლის დამზადება;
·
პრეზენტაციის
მომზადება;
·
შესრულებული
სამუშაოს შეფასება.
12.ინტერვენციის აღწერა- განხორციელებული ქმედებები
მონაცემთა ანალიზის დამუშავების შემდეგ
კვლევის მიმდინარეობაში შევიმუშავე
კვლევის მიზნიდან გამომდინარე მრავალფეროვანი ინტერვენციები.
გავეცანი ლიტერატურას
პროექტებზე მუშაობის მეთოდების
შესახებ და გავითვალისწინე ისინი საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები ინტენსიურად
ვამუშავე პროექტებზე, ისინი ხალისით
მუშაობდნენ დავალების შესრულების
დროს. გაითავისეს, რომ პროექტებზე
მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდუალური, ისე
ჯგუფური პასუხისმგებლობა. მოსწავლეებმა წარმატებულად განახორციელეს
პროექტები, იმუშავეს ინდივინდუალურადაც და ჯგუფურადაც. ამ დრო მეტად
გააქტიურდნენ სუსტი მოსწავლეები.
პრობლემის გადაჭრის მიზნით
განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:
·
დავესწარი კოლეგებს, როგორც საგაკვეთილო
ისე სამუშაო შეხვედრებში
რათა ერთობლივად გამოგვესწორებია აღმოჩენილი
ხარვეზები სწავლების პროცესში;
·
მოსწავლეთა
ინტერესების შესაბამისად შევარჩიე განსახორციელებელი პროექტები:
·
VII კლასში განვახორციელე პროექტი “The Most Dangerous Animals“
·
VII კლასში განვახორციელე პროექტი “Niko Nikoladze” ;
·
VII კლასში განვახორციელე პროექტი “Save the Earth” ;
·
X კლასში “Weird
Places“
თითოეულ
ამ პროექტზე მუშაობისას დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენციები:
·
პროექტებზე
მუშაობის დაწყებისას შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის
ფორმებზე; პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე,
სავარაუდო შედეგებზე; შეფასების კრიტერიუმებზე.
·
მოვიძიეთ ლიტერატურა შერჩეულ საკითხებზე როგორც ინტერნეტში, ასევე ბიბლიოთეკებში, რომელსაც
მოსწავლეები გაეცნენ, ამოიწერეს საინტერესო საკითხები, ქართულენოვანი ლიტერატურა
თარგმნეს ინგლისურ ენაზე;
·
სტრატეგიების
შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეებზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან
მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად;
·
სწავლების
პროცედურების მონახაზის შედგენა;
·
პროექტზე
მუშაობისას შესასრულებელი დავალებები მოსწავლეებმა გადაინაწილეს
ყველა ბავშვისთვის თანაბრად თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით;
·
კედლის გაზეთისთვის შეარჩიეს
მათ მიერ შეგროვებული მასალიდან მათი აზრით ყველაზე საინტერესო;
·
შემდეგ შერჩეული მასალა დაამუშავს ისტ – ის გამოყენებით;
·
თითოეულ
პროექტზე პროექტისთვის გამოყოფილ ვადებში გამოუშვეს კედლის
გაზეთი და გამოფინეს სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილას;
·
თითოეული პროექტის ბოლოსთვის
დაგეგმილ გასვლით ღონისძიებისთვის მოვახდინე დავალების გადანაწილება მოსწავლეებში;
·
გასვლით
ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარებისთვის მშობლებიც ჩავრთეთ;
·
მოსწავლეებმა
თითოეული პროექტის შესახებ დაამზადეს ვიდეო რგოლებიც;
·
მოსწავლეებმა
თითოეული პროექტის შესახებ პრეზენტაციებიც მოამზადეს;
·
მოსწავლეთა
მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, კედლის გაზეთის, ვიდეო რგოლის ან ბლოგის
ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით;
·
მოსწავლეთა
ნამუშევრების თვითშეფასება.
·
ბოლოს
მოვახდინე შესრულებული სამუშაოს შეფასება.
VII კლასში
განვახორციელე ინტერვენცია-პროექტი “The Most Dangerous Animals”. ამ ინტერვენციის
მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ყველაზე საშიშ ცხოველებს, შეძლებოდათ მათ შესახებ
ინგლისურ ენაზე საუბარი საკუთარი აზრის გამოთქმა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგაკვეთილო
თემატიკის შესაბამისად გავეცანით ამ საკითხზე ლიტერატურას. მარტის თვეში განვახორციელეთ ეს პროქტი. მის ფარგლებში მოვახდინეთ კედლის გაზეთის
გამოშვება, ექსკურსია პრომეთეს მღვიმეებში, ვიდეო რგოლის მომზადება, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება
https://tkraveishvili.blogspot.com/p/blog-page_27.html
VII კლასში
განვახორციელე ინტერვენცია: პროექტი ,,გამოჩენილი ადამიანები“ . ინგლისური ენის გაკვეთილზე, რომლის თემა იყო
“Famous People" მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ და სურვილი გამოთქვეს
მეტი ინფორმაცია მიეღოთ გამოჩენილი ადამიანების შესახებ, განსაკუთრებით გამოჩენილ
ქართველებზე, შორის კერძოდ Niko Nikoladze-ზე. საგაკვეთილო თემატიკისა და
მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად დავგეგმე
და განვახორციელე აღნიშნული პროექტი, რომელიც დაგვირგცინდა ექსკურსიით
ნოემბრის თვეში ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია
ინტერნეტსა და ბიბლოითეკებში, დაწერეს ნარკვევები ნიკო ნიკოლაძის შესახებ და ინფორმაცია
განვათავსეთ ბლოგზეც https://tkraveishvili.blogspot.com/p/blog-page.html
VII კლასში
განვახორციელე ინტერვენცია: პროექტი
“Save the Earth”. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით საგაკვეთილო თემატიკის შესაბამისად აპრილის თვეში ინგლისურენოვანი
ფილმის ჩვენებაზე დავასწარი ბავშვები, შემდეგ მოვაწყვეთ ფილმის განხილვა
და დისკუსია თემაზე “Save the Earth”.
ბოლოს გვქონდა გასვლითი ღონისძიება
მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. ჩვენი სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა პროექტებით
სწავლების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოაწყვეს აქცია-მსვლელობა
,,გადავარჩინოთ დედამიწა" . მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობას დაურიგეს საკუთარი
ხელით დამზადებული ფლაიერები, რომლებშიც ეწერა, თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა გარემოს
დასაცავად. მოსწავლეებმა დაამზადეს ვიდეო რგოლიც და მოაწყვეს სკოლაში მისი ჩვენება.
ინფორმაცია განვათავსე ჩემს ბლოგზეც :
სამტრედიის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
თამარ კრავეიშვილის მიერ 2019 წ აპრილის თვეში ორგანიზებული სოციალური
პროექტის გეგმა
“Save
the Earth"
1
|
პრობლემის
განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი
პლანეტა დედამიწა დიდი პრობლემის წინაშე დგას. თუ არ მივიღეთ დროულად ზომები ეკოლიგიური
კატასტროფა გარდაუვალია. აუცილებელია ხალხი ინფორმირებული იყოს ამ პრობლემების
შესახებ და ავამაღლოთ მათი ცნობიერება, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ ვიხსნათ კატასტროფისგან
დედამიწა და გადავარჩინოთ იგი. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს
სურვილი გაუჩნდათ მოეწყოთ აქცია-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. გადავწყვიტე,
მათი სურვილები დამეკმაყოფილებინა და ხელმძღვანელობა გამეწია
სოციალური პროექტისთვის: “Save
the Earth"
კლასში გაიმართა დისკუსია, გადაწყდა,
რომ დავიწყოთ განხორციელება სოციალური პროექტისა “Save the Earth", რომელიც დასრულდება
2019 წ 22 აპრილს.
|
2
|
საგნები
|
ინგლისური ენა, ისტ-ი, გეოგრაფია
|
3
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
4
|
პროექტის
მიზანი
|
|
5
|
საჭირო
რესურსი
|
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები, კარგად ილუსტრირებული
საბავშვო ენციკლოპედიები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები.
|
6
|
შედეგები
და ინდიკატორები
|
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცნობ
თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა სახის ინგლისურენოვანი ტექსტები და გამოხატოს
აზრი ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე თავისუფლად და ლოგიკურად გამართულად გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი
ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად
და სხვებთან ერთად.
|
7
|
21-ე საუკუნის
უნარები
ამოცანები
და განხორციელე
ბის გზები
|
-ცოდნის
კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
ზოგადი
კითხვები
რა იცი, ან გგონია რომ იცი დედამიწის
შესახებ?
შინაარსობრივი
კითხვა:
მაგალითად: როგორ უნდა მოვუაროთ დედამიწას?
პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა
აქტივობა:
I კვირა
· განსახორციელებელი
პროექტის “Save the Earth" მიმართ მოსწავლეთა ინტერესების პროვოცირება
და გაძლიერება,
მოეწყო საკლასო
დისკუსია;
·
მოვიმარაგეთ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად
საჭირო ყველა რესურსი. ლიტერატურის მოძიება და გაცნობა საკითხებზე
“Save the Earth"
·
კლასი დაიყო ჯგუფებად, პროექტზე მუშაობისას შესასრულებელი
დავალებების გადანაწილება ყველა ბავშვისთვის თანაბრად,
მოსწავლეებმა ერთად დაიწყეს კედლის გაზეთისთვის მასალის
მოძიება;
II კვირა
·
ვნახეთ შექმნილი სასწავლო შემეცნებითი ფილმები
მზის სისტემასა და დედამიწაზე,-შვიდი სერია, განვიხილეთ აღნიშნული ფილმები.
·
მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია ზემოაღნიშნულ თემაზე; და დავიწყეთ მასალების დამუშავება ისტ – ის გამოყენებით;
·
შევქმენით საპრეზენტაციო სლაიდები, ნახატები დედამიწის თემაზე და გამოვუშვით კედლის
გაზეთი;
III კვირა
· პროექტის ბოლოსთვის
დაგეგმილ გასვლით ღონისძიებისთვის დავალების
გადანაწილება მოსწავლეებში.
ვიდეო რგოლის მომზადება, ჩავატარეთ
მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
· განხორციელებული
სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, შევავსე შეფასების რუბრიკები,
შევადგინე პროექტის რეფლექსია.
|
პროექტის
მონიტორინ
გი
შეფასება
და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი
მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) გავეცანი ახალ საინტერესო ინფორმაციებს მზის სისტემისა
და დედამიწის შესახებ;
ბ) ჩემთვის ყველა ინფორმაცია უკვე ნაცნობი იყო.
გ) პროექტი ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება
იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
ჩატარებული ვიქტორინით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო ვარ.
|
|
შეფასება
მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით
|
· მოსწავლეთა ჩართულობა;
· მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
· ცოდნის გამოვლენის უნარი;
· გამოხმაურება მშობლების.
თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა პროექტით
დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები
სრულად განხორციელდა.
·
რომელი აქტივობები ვერ განვახორციელე და რატომ?
გეგმით განსაზღვრული
ყველა აქტივობა განხორციელდა.
·
რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა
მოსწავლეები, მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელონ მუშაობა, კერძოდ,
ახლა შეისწავლონ ის ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც დედამიწაზე ხდება.
·
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისურ
ენაზე სასაუბრო უნარები, შეუძლიათ უკეთ და უშეცდომოდ გამოთქვან საკუთარი აზრი წერილობით.
·
ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მოდიფიცირება არ მომხდარა.
·
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
აღნიშნული თემის მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი
უფრო განვავითარო, ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კრავეიშვილი
|
|
პროექტის ფარგლებში
მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია
ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსებულია სკოლის
გვერდზეც სადაც ნათქვამია, რომ ,,ქალაქ სამტრედიის
N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა თამარ კრავეიშვილმა, პროექტებით სწავლების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოაწყვეს აქცია-მსვლელობა ,,გადავარჩინოთ დედამიწა" . მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობას დაურიგეს საკუთარი ხელით დამზადებული ფლაიერები, რომლებშიც ეწერა, თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა გარემოს დასაცავად. მოსწავლეებმა დაამზადეს ვიდეო რგოლიც და მოაწყვეს სკოლაში მისი ჩვენება".
X კლასში განვახორციელე ინტერვენცია: პროექტი “Weird Places“. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით საგაკვეთილო თემატიკის შესაბამისად “Weird Places“ საპროგრამო მასალაა. მასზე გადავწყვიტეთ პროექტის
მომზადება. მოსწავლეების ინტერესი დიდი იყო ამ საკითხისადმი, მოსწავლეებმა მოიძიეს
ინფორმაცია მსოფლიოს უცნაური ადგილების შესახებ,
ზოგი ინტრენეტში, ზოგიც ბიბლიოთეკებში, შეისწავლეს ეს ინფორმაციები, თარგმნეს ინგლისურ
ენაზე, დაამუშავეს მოძიებული ინფორმაცია და მოამზადეს საგაზეთო პუბლიკაციების სახით,
მოახდინეს ყველაზე საინტერესო მასალების თავმოყრა და გამოუშვეს კედლის გაზეთი, რომელიც
გამოფინეს სკოლის დერეფანში. პროექტის ბოლოს დავგეგმეთ და განვახორციელეთ პრომეთეს
მღვიმეში ექსკურსია. პროექტზე მუშაობა აპრილი, მაისის განმავლობაში ხორციელდებოდა.
პროექტმა მოსწავლეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტის შესახებ მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო
რგოლი. ინფორმაცია მეც განვათავსე ჩემს გვერდზე ინტერნეტში https://tkraveishvili.blogspot.com/p/weird-places.html
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ –ჩვევების განვითარების მიზნით მოსწავლეებისთვის ეფექტური
არმოჩნდა სწავლებაში სასწავლო პროექტების გამოყენება.
თითოეულ პროექტზე მუშაობისას შევთავაზე მოსწავლეებს და შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
- პროექტის თემატიკის შესაბამისი ინგლისურენოვანი ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
- ინფორმაციის დამუშავების და წარმოდგენის უნარი;
- ინგლისურ ენაზე მსჯელობის უნარი;
- ინგლისურ ენაზე წერითი სამუშაოს სწორად შესრულების უნარი.
შევთანხმდით, სამუშაოს ჩარჩოებზე – შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით მოსწავლეებმა გაინაწილეს სამუშაო; რადგან პროექტზე მუშაობისას საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან დიდი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ, ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; მზად იყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ იყო წინა პლანზე. ეს პროექტები არა მხოლოდ ინგლისური ენის, არამედ დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურებოდა. ამიტომ ამ პროექტების
განხორციელებით მიღებული სარგებელი აშკარაა. მოსწავლეებმა პროექტგაკვეთილით არა მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბარისა და წერის უნარ-ჩვევევბი
გაიუმჯობესეს, არამედ გაიღრმავეს ცოდნა ისტორიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ხელოვნებაში. გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესით
და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგაკვეთილო თემატიკით, თუმცა
კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ მუშაობის პროცესში საპროექტო თემები გასცდა სასწავლო პროგრამას და მოსწავლეებმა უფრო ფართომასშტაბიანი ცოდნა
მიიღეს. ამით აშკარად გამოიხატა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა შემდეგ გაკვეთილებზეც,
მოსწავლეები უფრო თავისუფლად საუბრობენ და
წერენ ინგლისურ ენაზე და აქვთ უკეთესი შედეგები სწავლაში.
13. შედეგების სტატისტიკური ანალიზი
გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო VII და X კლასების
სულ 44 მოსწავლემ. მათმა მშობლებმა. და ამ კლასების 10 მასწავლებელმა.
მოსწავლეების ასაკი
მერყეობდა 12- 16 წელი.
მასწავლებელთა
ანკეტირების გზით გამოკითხვის შედეგები ასეთია:
გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღო ფოკუს ჯგუფში შემავალი ათი მასწავლებლიდან ათივემ.
ჩემი სკოლის მასწავლებელთა
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კითხვაზე:
იყენებთ თუ არა თქვენს მოსწავლეებთან
პროექტებით სწავლებას?
დადებითი პასუხი გასცა 10 მასსწავლებლიდან 8 მასწავლებელმა,
ანუ მასწავლებელთა 80%-მა, თუმცა დანარჩენი 2 მიიჩნევს, რომ მომავალში უფრო აქტიურად
გამოიყენებს სასწავლო პროექტებს სწავლებაში.
ხოლო კითხვაზე: თქვენი
აზრით, იყენეებენ თუ არა ჩვენი სკოლის სხვა მასწავლებლები სასწავლო პროექტებს სწავლებისას საკმარისი სიხშირით? დადებითი პასუხი გასცა 10 მასსწავლებლიდან 9 მასწავლებელმა,
ანუ მასწავლებელთა 90%-მა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 16 მშობელმა.
მათი აზრით სასწავლო პროექტებში მონაწილებით სწავლება უფრო საინტერესო
იქნება სკოლაში. კითხვაზე მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა სასწავლო პროექტებში მონაწილებით სწავლება უფრო საინტერესო იქნება თქვენი შვილისათვის?
დადებითი
პასუხი გასცა 16 -დან 16 მშობელმა, ანუ გამოკითხულთა 100%-მა. სამწუხაროდ მშობელთ
გარკვეული ნაწილი თვლის, რომ სკოლაში სწავლა ხდება გამოცდებისათვის მოსამზადებლად,
და არა მოსწავლის ინტერესების გამო. კითხვაზე თქვენი აზრით, უფრო რისთვის სწავლობს
თქვენი შვილი? გამოცდებისათვის მოსამზადებლად
პასუხობს 6 მშობელი, ხოლო 10 მშობელი თვლის რომ ეს ხდება მისი შვილის საკუთარი ინტერესისთვის .
თითქმის ანალოგიური პასუხი მივიღე ამავე კითხვაზე
მოსწავლებისგანაც. გამკოითხვაში მონაწილეობა მიიღო VII და X კლასის 44 მოსწავლემ.
კითხვაზე შენი აზრით, უფრო რისთვის სწავლობ? გამოცდებისათვის მოსამზადებლად პასუხობს 20 მოსწავლე, ხოლო ,,ჩემი ინტერესისთვის“-
მიაჩნია 24 მოსწავლეს.
მოსწავლეთ ანკეტირებისას კითხვაზე ,, პროექტებით სწავლებაში რა უფრო მოგწონთ?
გასვლითი ექსკურსიები- მიაჩნია 22 მოსწავლეს,
კედლის გაზეთზე მუშაობა -მიაჩნია
10 მოსწავლეს,
საკითხთან დაკავშირებული ვიდეო-რგოლების
შექმნა-მიაჩნია 12 მოსწავლეს.
კვლევის დიზაინის ლოგიკის
მიხედვით, თუ ჩვენს მიერ შემუშავებულმა ინტერვენციებმა დადებით შედეგი გამოიღო, მაშინ
სასწავლო პროცესის შეფასების თითოეული ინდიკატორის მნიშვნელობა უფრო მაღალი უნდა იყოს
პოსტ-ინტერვენციული, ვიდრე პრე-ინტერვენციული გაზომვის დროს.
პირველი ინდიკატორი, რაც მნიშვნელოვნად
შეიცვალა ინტერვენციის შემდგომ არის მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი. გაიზარდა
როგორც სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა
სწავლის ხარისხი, ასევე ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც კარგად სწავლის
მოტივაცია.
X ა კლასში ინგლისურ ენას ვასწავლი 14 მოსწავლეს, აქედან წარჩინებული
იყო 2 მოსწავლე, 8და 9 ქულაზე სწავლობდა 7 მოსწავლე, 2 მოსწავლე 7 ქულაზე, 2 მოსწავლე
6 ქულაზე და 1 მოსწავლეც 5 ქულაზე.
ინტერვენციების შემდეგ კი
10 ქულაზე ავიდა 4 მოსწავლე, 9 და 8 ქულაზე 9 მოსწავლე, 1მოსწავლე 7ქულაზე,
5 ქულას უკვე არცერთი მოსწავლე აღარ იმსახურებს. სწავლებაში პროექტების გამოყენების
დადებითი როლი აშკარაა
X
ა
კლასის მოსწავლეებში
მიღებული შეფასებების დინამიკის მიხედვით, რაც გამოვსახე კიდეც დიაგრამაზე.
Xბ კლასში ინგლისურ ენას ვასწავლი 16 მოსწავლეს. აქედან წარჩინებული
იყო 6 მოსწავლე, 8და 9 ქულაზე სწავლობდა 4 მოსწავლე, 2 მოსწავლე 7 ქულაზე, 1 მოსწავლე
6 ქულაზე და 3 მოსწავლეც 5 ქულაზე. ინტერვენციების
შემდეგ კი 10 ქულაზე ავიდა 7 მოსწავლე, 9
და 8 ქულაზე უკვე ასრულებს დავალებებს 6 მოსწავლე.
5 ქულას მხოლოდ 1 მოსწავლე იმსახურებს. ამით Xბ კლასშიც დადებითი დინამიკა
აშკარაა, რაც გამოვსახე დიაგრამაზე.
VII კლასში
14 მოსწავლეს ვასწავლი ინგლისურ
ენას. ინტერვენციებამდე წაარჩინებული იყო 3,
უჭირდა ინლისურად საუბარი 5 მოსწავლეს.
ინტერვენციების შემდეგ კი 10 ქულაზე
ავიდა 7 მოსწავლე, ინგლისურად საუბარს ელემეტარულ დონეზე უკვე ყველა მოსწავლე ახერხებს,
თუმცა შედარებით უჭირს მხოლოდ 1 მოსწავლეს. ამით VII კლასშიც დადებითი დინამიკა აშკარაა, რაც გამოვსახე კიდეც დიაგრამაზე.
პოსტ-ინტერვენციური გაზომვის
შედეგები, რომელიც მასწავლებლების გამოკითხვით
მივიღეთ, ასეთია: ჩვენს სკოლაში განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ,
მოსწავლეთა მოსწრების დონე ყველა საგანში
გაიზარდა.
პოსტ ინტერვენციული გაზომვა მოვახდინე მოსწავლეთა თვითშეფასებით. მათი აზრი გავიგე
ინტერვიუების გზით. აღოჩნდა, რომ მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს
თავიანთი ინტერესის გამო, მათ ჰქონდათ უკეთ სწავლის მოლოდინი. მათ პროექტის განხორციელებთ ისწავლეს დამოუკიდებელი მუშაობა, ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განსხვევებული მათი
აზრით იყო ის რომ ჰქონდათ მეტი თავისუფლება და დროში შეუზღუდაობა.
მოსწავლეები თვლიან, რომ ამ პროექტებზე მუშაობით მისი ჯგუფის წევრებთან ურთიერთობაც კი გახდა
ბევრად უკეთესი. მოსწავლეებმა კითხვაზე რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში? მიპასუხეს, რომ ,,წინასწარ დავგეგმავ ყველა წვრილმანს და დროს გავანაწილებ სწორად“.
პროექტებში
მონაწილეობის გზით მოსწავლეებმა, მათი აზრით უფრო მეტი ისწავლეს ვიდრე ჩვეულებრივი
გაკვეთილისას სწავლობდნენ. ამიტომაც, მეც ვთვლი,
რომ მივაღწიე პროექტის მიზანს, რადგან მოსწავლეთა მეტყველება მეტად
დაიხვეწა. შედეგად დავინახე,
რომ კლასის დიდი
ნაწილისთვის სწავლებაში პროექტების
აქტიური გამოყენება ძალიან ეფექტურია. მოსწავლეები მეტი ხალისით ეკიდებიან სწავლის
პროცესს და პროექტებზე მუშაობით გაცილებით
მეტი მასალის სწავლა შეძლეს და მეტი ხარისხით, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილებით იყო
ეს შესაძლებელი.
ინტერვენციების განხორციელების
შედეგად მიღწეული შედეგების მიხედვით მოსწავლეები
უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ
მსჯელობისას.
ჩვენი მიზანიც, სწორედ ეს
იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო
შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში.
14.
კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად
მიმაჩნია, ის რომ შეიძლებოდა უფრო მრავალფეროვანი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.
შესაძლებელი იყო ასევე უფრო მრავალფეროვანი
ლიტერატურის მოძიება და გაცნობა. რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ, რათა
უფრო საინტერსო და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი მუშაობა.
15. კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
კვლევის
მიგნებები: კვლევაში წამოყენებული ჰიპოთეზა: ინგლისური ენის სწავლების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება,
თუ: გამოყენებული იქნება
ისეთი ტიპის
აქტივობები, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და მათ
აქტიურ ჩაბმას საგაკვეთილო პროცესში, სწორად
მოხდება ახალი მასალის მიწოდების მეთოდოლოგიის შერჩევა და მოხდება მოსწავლეების უფრო აქტიური ჩართვა სასწავლო
პროექტებში. ეს ჰიპოთეზა დადასტურდა კვლევის მიმდინარეობისას.
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
·
საჭიროა
უფრო ხშირად და მეტი ნაყოფიერებით ხდებოდეს გამოცდილების გაზიარება
საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებს
შორის;
·
ნაკლებად ჰქონდათ ბავშვებს განვითარებული
თანამშრომლ;ობის უნარი, მაგრამ
პროექტებზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეების
უმრავლესობა უკვე თვლის, რომ პროექტებზე მუშაობა მათთვის ძალიან ნაყოფიერი
იყო-მუშაობისას ისინი ასწავლიან
ერთმანეთს და სწავლობენ
ერთმანეთისგან;
·
მოსწავლეთა
ნაკლები მოტივაციის მიზეზი არის უინტერესო ტექსტები სახლემძღვანელოში, საჭიროა
მასწავლებელმა უფრო საინტერესო გახადოს ეს თემები პროექტების ან სხვა ინოვაციური
მეთოდების გამოყენებით;
·
მოსწავლეთა
ნაკლები მოტივაციის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს არაფორმალური განათლების
დეფიციტი და დიფერენცირებული სწავლების
ნაკლებობა;
·
ბავშვების დიდ ნაწილს არა აქვს მოსმენის
და სხვისი აზრის გაზიარების
უნარი პროექტებზე მუშაობის პროცესში კი მოსწავლეებმა ისწავლეს სხვისი აზრის
მოსმენა და სხვისი აზრის გათვალისწინება საქმიანობაში;
·
მოსწავლეები პროექტებზე მუშაობისას უფრო
თავისუფალი არიან არჩევანში, რა ისწავლონ, რა მოიძიონ... ინფორმაციის
მოძიებისას ან საშინაო
დავალების შესრულებისას უკვე იშვიათად მიმართავენ დასახმარებლად სხვას;
·
მოსწავლეებს
პროექტებზე მუშაობის შედეგად უკეთ შეუძლიათ ინგლისური ენის გაკვეთილზე მიღებული
ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში;
·
მოსწავლეები
პროექტებზე მუშაობის შედეგად აღარ განიცდიან დაძაბულობას თავიანთი აზრის ინგლისურ
ენაზე გამოთქმისას;
·
მოსწავლეებს
პროექტებზე მუშაობის შედეგად შეუძლით უფრო უკეთ და უშეცდომოდ დაწერონ თავიანთი
აზრი შესწავლილის თუ წაკითხულის ირგვლივ;
·
პროექტებზე
მუშაობის შედეგად მოსწავლეებს აქვთ სწავლის მეტი მოტივაცია და უკეთესი შედეგები
სწავლაში.
კვლევის
ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციების შედეგად გამოვიტანე შესაბამისი დასკვნები და შევიმუშავე რეკომენდაციები მშობელთათვის
და მასწავლებლებისათვის.
რეკომენდაციები
მასწავლებლებისათვის:
1.
განწყობა
ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის შესწავლის პროცესში. აუცილებელია გავამრავალფეროვნოთ
სწავლების მეთოდები და გამოვიყენოთ საინტერესო, სახალისო საშუალებები. პოზიტიური დამოკიდებულება
უცხო ენის წარმატებით დაუფლების საწინდარია;
2.
სასწავლო პროექტებში ჩართულობა მნიშვლნელოვან
როლს თამაშობს ინგლისური ენის სწავლ/სწავლების პროცესში, რადგან ამ დროს მნიშვნელოვნად
იზრდება მოსწავლის სწავლის მოტივაცია, რადგან ის ხედავს, რომ მასწვლებლისთვის პრიორიტეტულია არა მის მიერ მიღებული ქულა და მისი შეცდომების
განსჯა -შეფასება, არამედ მოსწავლის წინსვლის
ხელშეწყობა;
3.
ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარებისა და სწორად წერის
უნარ-ჩვევების განვითარებაში საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პროექტებით სწავლების მეთოდი და კომუნიკაციური მიდგომა
ენის სწავლებაში (Communicative Language Teaching);
4.
აუცილებელია გაფართოვდეს კოლეგებს შორის თანამშრომლობა
და აზრთა ურთიერთგაცვლა-გამოცვლა:
Ø
თანამშრომლობა საბაზო
და საშუალო საფეხურის
პედაგოგებს შორის.
Ø
სამუშაო შეხვედრებისას
გამოცდილების გაზიარება.
Ø
სამუშაო შეხვედრებისას
მოსმენილი აქტივობების პრაქტიკაში
დანერგვა.
5.
პროექტებზე მუშაობის გაფართოების მიზნით აუცილებელია
მეტი რაოდენობის შესაბამისი მეთოდური ლიტერატურის მოძიება და გაცნობა;
6.
ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო
პროექტებში ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;
7.
ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო
პროექტებში ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა შედეგბს სწავლების როგორც საბაზო, ისე საშუალო
საფეხურზე;
8.
ხშირად გამოვიყენოთ სწავლების პროცესში
სასწავლო პროექტები.
რეკომენდაციები მშობელთათვის:
1. მშობლებმა ხშირად ჩაუტარონ საუბრები შვილებს ერთმანეთის აზრის
მოსმენასა და გაზიარებაზე;
2.
მშობლებმა შვილებთან ერთად
დაგეგმონ და განახორციელონ
საოჯახო საჭიროებიდან გამომდინარე
აქტივობა.
16.
კვლევის შედეგები.
კვლევის შედეგების შეფასების
მიზანით მნიშვნელოვანი იყო დამედგინა
იქონია თუ არა
გავლენა ჩემ მუშაობაზე
პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. კოლეგებთან
საუბრისას გამოცდილების გაზიარების
შემდეგ ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე
ჩემთვის ბუნდოვანი იყო და მეჩვენებოდ
ძნელად შესასრულებელი, უფრო ნათელი
გახდა.
ჩავატარე
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან. ჩემთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
ის, რაც მოსწავლეებმა აღნიშნეს,
რომ პროექტებზე მუშაობით გაცილებით საინტერესო გახდა მათთვის ინგლისური ენის
სწავლის პროცესი. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებისათვის დაძლევადი
და საინტერესო იყო პროექტის ფარგლებში მიცემული დავალებები; მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას როლების
გადანაწილებაც ეფექტურად მოახდინეს;
პროექტის შესრულებისას
მოსწავლეებმა ერთმანეთში წარმატებით ითანამშრომლეს;
მათ განსაკუთრებით ახალისებდათ ექსკურსიის
ერთობლივად დაგეგმვა და
განხორციელება. პროექტების
ფარგლებში მუშაობის შედეგად მოსწავლეებს უკეთ შეუძლით საკუთარი აზრის ინგლისურ ენაზე გაბედულად და ნათლად გადმოცემა. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის
ფარგლებში დავრწმუნდი გამოყენებული
სწავლების მეთოდების ეფექტურობაში. გამოიკვეთა ის სირთულეები, რომლებსაც
მოსწავლეები აწყდებიან ინგლისური ენის შესწავლისას სკოლებში, ასევე, გამოვლინდა ის
სასწავლო/არასასწავლო მასალები (აქტივობები/დავალებები) თუ მასთან თანხვედრაში შემუშავებული სავარჯიშოები,
რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ინგლისური ენის სწავლების ეფექტურობას სკოლებში.
განხორციელებული
ინტერვენციების ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს
პრობლემის ერთობლივად გადაჭრა
საერთო მიზნის მისაღწევად. რაშიც ვფიქრობ, რომ დამეხმარა აქტივობების ისე ორგანიზება და დაგეგმვა,
რომ დავალებები მოსწავლეებს
გაენაწილებინათ ჯგუფურად, რასაც
საკმაოდ კარგად გაართვეს
თავი. მაგალითად, მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს
გასართობი და შემეცნებითი
ღონისძიებები, რომლებიც
განახორციელეს ექსკურსიებზე.
კვლევის ფარგლებში შევადგინე და დავამუშავე კითხვარები როგორც
მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო VII და X კლასების
სულ 44 მოსწავლემ. მათმა მშობლებმა.
და ამ კლასების 10 მასწავლებელმა. მოსწავლეების ასაკი
მერყეობდა
12- 16 წელი.
გამოკითხვის თანახმად, მოსწავლეთა აზრი კვლევაში
განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ემთხვეოდა მასწავლებელთა შეხედულებას მცირედი განსხვავებით,
ყველა ამჩნევს სასწავლო პროექტების დადებით როლს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების
პროცესში. ამ გამოკითხვებით დავადგინეთ, რომ მოსწავლეები მეტი ხალისით ეკიდებიან პროექტებზე
მუშაობით მიმდინარე სწავლის პროცესს. მოსწავლეებმა პროექტებზე მუშაობით გაცილებით მეტი მასალის სწავლა შეძლეს და მეტი ხარისხით,
ვიდრე სტანდარტული გაკვეთილებით იყო ეს შესაძლებელი. ინტერვენციების განხორციელების
შედეგად მიღწეული შედეგების მიხედვით მოსწავლეები
უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარი აზრის ინგლისურ ენაზე გამოხატვაში და უფრო ნაკლებ
შეცდომას უშვებენ ინგლისურ ენაზე მსჯელობისას და წერისას, უკეთ შეუძლიათ ინგლისურ ენაზე
თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირება, მოსწავლეებს უკეთ შეუძლით სხვადასხვა საკითხზე შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, გაიზარდა სწავლის მოტივაცია; მოსწვლეებს აქვთ უკეთესი შედეგები სწავლაში. ჩემი მიზანიც,
სწორედ ეს იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის
ფარგლებში.
რადგან პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეებს საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან,
ამიტომ დიდი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ, ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; მზად იყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ იყო წინა პლანზე. ეს პროექტები არა მხოლოდ ინგლისური ენის, არამედ დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურებოდა. ამიტომ ამ პროექტების
განხორციელებით მიღებული სარგებელი აშკარაა. მოსწავლეებმა პროექტგაკვეთილით არა მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბარისა და წერის უნარ-ჩვევევბი
გაიუმჯობესეს, არამედ გაიღრმავეს ცოდნა ისტორიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ხელოვნებაში. გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. პროექტის თემების არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესით
და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგაკვეთილო თემატიკით, თუმცა
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ მუშაობის პროცესში საპროექტო თემები გასცდა სასწავლო პროგრამას და მოსწავლეებმა უფრო ფართომასშტაბიანი ცოდნა
მიიღეს. ამით აშკარად გამოიხატა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა შემდეგ
გაკვეთილებზეც, მოსწავლეები უფრო თავისუფლად საუბრობენ და წერენ ინგლისურ ენაზე და აქვთ უკეთესი
შედეგები სწავლაში.
სასწავლო სახელმძღვანელოს გარდა, საკვლევ ჯგუფში ვიყენებდით აგრეთვე დამატებით ავთენტურ მასალებს, რომლებიც მოიცავდა ახალ ამბებს, ინტერნეტის ვებ-გვერდიდან, აგრეთვე, გაზეთებიდან ამოღებულ ნაბეჭდ მასალას, როგორიცაა: სტატიები, რეკლამები, მოხსენებები სპორტის, კულტურის შესახებ, და ა.შ. კლასში შეტანამდე ვეცნობოდით და განვიხილავდით მასალას, ვადგენდით მათ შესაბამისობას კვლევის მიზნებთან და ამოცანებთან. მოსწავლეები ასრულებდნენ როგორც წერით, ისე სასაუბრო და მოსასმენ სავარჯიშოებს. სასწავლო პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეები
დანაწილებული იყვნენ ჯგუფებში თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ამიტომ ჯგუფში მუშაობა მოსწავლეებისათვის იყო ძალზე საინტერესო და სახალისო, რომლებშიც შედარებით სუსტი მოსწავლეებიც კი საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ჩვენ მიერ მოძიებული საგაზეთო სტატიები და ინტერნეტ-რესურსები. ასევე, ბროშურები, რომლებშიც მოცემული იყო ინფორმაცია პროექტებში განხილული საკითხების შესახებ და რომლებიც საინტერსო ენობრივ კონსტრუქციებს უხვად შეიცავდა. ჩემი მიზანიც ეს იყო: განვითარებოდათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები. პროექტზე მუშაობის დაწყებამ ნათელყო, რომ ჩემსა და მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან, რადგან პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტგაკვეთილმა მომცა შესაძლებლობა სრულად წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც პედაგოგს. ამ პროექტების მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.
VII და X
კლასებში ჩატარებული პრაქტიკული
კვლევის საფუძველზე შემიძლია
დავასკვნა, რომ საბაზო და
საშუალო საფეხურზე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის უკეთესი შედეგების
მისაღწევად ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა,
და სწავლებაში სასწავლო თუ სოციალური პროექტების ხშირი გამოყენება მნიშვნელოვნად
აუმჯობესებს სწავლის პროცესს. ასევე საჭიროა უფრო მეტად ხდებოდეს გამოცდილების გაზიარების
პედაგოგებს შორის.
კვლევაში განხილული ამოცანების გადაწყვეტის საქმეში განხორციელებული
ინტერვენციების საშუალებით გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული
ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. მოსწავლეებს
განუვითარდათ პრობლემის
ერთობლივად გადაჭრის უნარი
საერთო მიზნის მისაღწევად.
17. გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინასარიძე
მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2. ს. ლობჯანიძე.
„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის
3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. გიორგაძე
მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4. გაკვეთილის პროცესის
წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო,
2014) მანანა ბოჭორიშვილი
6. http://tpdc.ge/essentials/project%20design/project-design/project-characteristics.html
მასალა საკითხზე, თუ რა ძირითად მახასიათებლებს
უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო და სოციალური პროექტები.
8. http://tpdc.ge/essentials/ სასწავლო პროექტის დაგეგმვა
18.
დანართები (კითხვარები) დანართი #1
კითხვარი მშობლებისთვის
სამტრედიის #3 სკოლაში ტარდება კვლევა ,,სასწავლო პროექტების გამოყენებით ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება”. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ამ კვლევაში
ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე
თქვენი სახელისა და გვარის მითითება.
1.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა სასწავლო პროექტებში
მონაწილებით
სწავლება უფრო საინტერესო იქნება თქვენი შვილისათვის?
o არა
o დიახ
o სხვა (ჩაწერეთ თავად)----------------------------------------------------------------------
2.
რამდენად ხშირად უზრუნველყოფს თქვენი შვილის პედაგოგები
სასწავლო პროექტების გამოყენებას საგაკვეთილო
პროცესში.
o თვეში ერთხელ
o კვირაში ერთხელ მაინც
o ორ კვირაში ერთხელ მაინც
o სემესტრში ერთხელ
მაინც
o სხვა (ჩაწერეთ
თავად)---------------------------------------------------------------------
3.
ჩამოთვლილთაგან
რომელი საგნის მასწავლებელი იყენებს, თქვენი აზრით, პროექტებს
ახალი მასალის ახსნისას? (მიუწერე თითოეულ საგანს გვერდით მართკუთხედში ქულა1-დან 5-მდე: ყველაზე მეტად რომელიც აკეთებს
მას 5 ... ყველაზე ნაკლებს კი1. ქულები შეიძლება
განმეორდეს)
ქართული
ენა
|
ისტორია
|
უცხო
ენები
|
სხვა ჩაწერე
|
||||
მათემატიკა
|
ფიზიკა
|
ქიმია
|
სხვა
ჩაწერე
|
4.
თქვენი აზრით, უფრო
რისთვის სწავლობს თქვენი შვილი?
Օ ნიშნისთვის
Օ გამოცდებისათვის მოსამზადებლად
Օ
მშობლების თხოვნითა და გავლენით Օ საკუთარი
ინტერესისთვის
5. ფიქრობთ
თუ არა, რომ სასწავლო პროექტებში მონაწილება
დაეხმარება თქვენს შვილს ინგლისური ენის უკეთ
შესწავლაში?
o არა
o დიახ
o სხვა (ჩაწერეთ თავად)----------------------------------------------------------------------
დანართი #2
კითხვარი მასწავლებლებისათვის
სამტრედიის #3 სკოლაში ტარდება კვლევა ,,სასწავლო პროექტების გამოყენებით ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება”. თქვენი, როგორც
პედაგოგის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენგან მიღებული ინფორმაცია
ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.
1. იყენებთ
თუ არა თქვენს მოსწავლეებთან
პროექტებით სწავლებას,
o არა
(ამ პასუხის არჩევისას გამოტოვეთ მეორე, მესამე და მეოთხე კითხვა)
o დიახ
o სხვა
(ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------
2. რა სიხშირით იყენებთ პროექტებს სწავლებისას?
o თვეში
ერთხელ
Օ - სემესტრში ერთხელ მაინც
o სხვა (ჩაწერეთ თავად)---------------------------------------------------------------------------
3. გვეხმარება თუ არა
თქვენი აზრით, სწავლების აკადემიური
დონის ამაღლებაში
პროექტების ხშირი გამოყენება)?
o არა
Օ დიახ
o სხვა
(ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------
4. რაში
გეხმარებათ ყველაზე მეტად სწავლების პროცესში სასწავლო პროექტების გამოყენება? მიუწერე
თითოეულს ქულა1-დან 5-მდე: ყველაზე მეტად რაშიც
გეხმარებათ მას 5... ყველაზე ნაკლებს კი1.
ქულები შეიძლება განმეორდეს.
o გადამწყვეტი
ფაქტორია სასურველი ატმოსფეროს შექმნაში
o გვეხმარება
ნდობის ამაღლებაში მოსწავლეების მიმართ.
o ზოგიერთი
მოსწავლის სწავლისადმი ინტერესისა გაზრდაში
o მოსწავლეთა
გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში მიზნით
o სწავლების ხარისხის გაზრდაში
5.
უზრუნველყოფს თუ არა სასწავლო პროექტების გამოყენების
მეთოდი მოსწავლეებში ურთიერთ პატივისცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
o არა
Օ დიახ
6.
თქვენი
აზრით, იყენეებენ თუ არა ჩვენი სკოლის სხვა მასწავლებლებიც სასწავლო
პროექტებს სწავლებისას საკმარისი სიხშირით?
o არა
Օ დიახ
o სხვა (ჩაწერეთ
თავად)------------------------------------------------------------------------------
დანართი #3 კითხვარი მოსწავლეებისათვის
სამტრედიის #3 სკოლაში ტარდება კვლევა
,,სასწავლო პროექტების გამოყენებით ინგლისური
ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება”. შენი მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
შენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე შენი სახელისა და
გვარის მითითება.
1.
არის
თუ არა შენთვის საინტერესო ინგლისური ენის სწავლება სკოლაში?
□ არა
□ დიახ
2. მიგაჩნია
თუ არა, რომ სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, პროექტებით სწავლება უფრო საინტერესო იქნებოდა შენთვის?
□ არა □ დიახ
სხვა (ჩაწერეთ თავად)-------------------------------------------------------------------
3.შეგიძლია თუა არა ინგლისური ენის გაკვეთილზე მიღებული
ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში (ინგლისურენოვანი ფილმების ან სტატიების კითხვისას, უცხოელთან
კომუნიკაცისას)?
□ არა
□ დიახ
სხვა (ჩაწერეთ თავად)-------------------------------------------------------------------
4. შენი აზრით, უფრო რისთვის სწავლობ?
Օ ნიშნისთვის
Օ გამოცდებისათვის მოსამზადებლად
Օ მშობლების
გავლენით
Օ ჩემი ინტერესისთვის
5.პროექტებით სწავლებაში რა უფრო
მოგწონთ?
o
პრეზენტაცია
o
გასვლითი ექსკურსიები
o
კედლის გაზეთზე მუშაობა
o
საკითხთან დაკავშირებული
ვიდეო-რგოლების შექმნა
No comments:
Post a Comment